კვლევა – შინაური კატები პატრონის და უცნობი ადამიანის სუნს ერთმანეთისგან ასხვავებენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ახალი კვლევის მიხედვით, შინაური კატები პატრონის და უცნობი ადამიანის სუნს ერთმანეთისგან ასხვავებენ.

ამ დასკვნამდე ტოკიოს სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი მკვლევრები მივიდნენ. მათ 30 კატას აჩვენეს პლასტმასის მილები, რომელთა შიგნით იყო ან პატრონის სუნის მქონე ტამპონი, ან იმავე სქესის, უცნობი ადამიანის სუნის მქონე ტამპონი, ან სუფთა ტამპონი.

მკვლევრების თქმით, კატებმა ბევრად მეტი დრო გაატარეს იმ ტამპონების ყნოსვაში, რომლებიც უცნობი ადამიანის სუნს შეიცავდა, ვიდრე პატრონის სუნისა ან ცარიელი მილის შემთხვევაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კატებს შეუძლიათ გაარჩიონ ნაცნობი და უცხო ადამიანების სუნი.

სპეციალისტების შეფასებით, ეს მიუთითებს კატების უნარზე, სუნის მიხედვით განასხვაონ ნაცნობი და უცხო ადამიანები, თუმცა გაურკვეველია, შეუძლიათ თუ არა მათ კონკრეტული ადამიანების ამოცნობა.

ცნობილია, რომ კატები იყენებენ ძლიერ ყნოსვას სხვა კატებთან იდენტიფიკაციისა და კომუნიკაციისთვის, მაგრამ მანამდე არავის გამოუკვლევია, შეუძლიათ თუ არა ეს თვისება ადამიანების გასარჩევადაც გამოიყენონ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). კვლევა – შინაური კატები პატრონის და უცნობი ადამიანის სუნს ერთმანეთისგან ასხვავებენ. 29 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/კვლევა-შინაური-კატები-პა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi