ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 209 მოქალაქემ მოითხოვა – რომელი ქვეყნები ლიდერობენ

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 209 მოქალაქემ მოითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტო ავრცელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ითხოვდნენ. კერძოდ, გერმანიაში სულ 9 194 ქართველის განაცხადი შევიდა, საფრანგეთში – 7 210, ხოლო იტალიაში – 3 105.

სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2022 წელთან შედარებით, რაოდენობა შემცირებულია. კერძოდ, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 28 803-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა.

ცნობისთვის, 2023 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 1.14 მლნ შეადგინა, რაც ბოლო 7 წელში რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე მეტი განაცხადი ევროკავშირმა სირიისა და ავღანეთის მოქალაქეებისგან მიიღო. ამასთანავე, პალესტინის მოქალაქეებისგან მიღებული განაცხადების რაოდენობა წლის ბოლოს გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯამში ყველაზე მეტი მოთხოვნა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან კვლავ გერმანიაში შევიდა და 334 000 შეადგინა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 209 მოქალაქემ მოითხოვა – რომელი ქვეყნები ლიდერობენ. 14 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ევროკავშირში-თავშესაფარ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Software QA Engineer/Intern (AI-Powered)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Automation Engineer (Cheminformatics)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Data steward

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-30T00:38:07+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi