პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაკასპში მომხდარი შემზარავი დანაშაული - მამაკაცმა ყოფილი ცოლის დაწვა სცადა

კასპში მომხდარი შემზარავი დანაშაული – მამაკაცმა ყოფილი ცოლის დაწვა სცადა

კასპში, ე.წ. მირიანის ბინებში, კაცმა ცოლის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით კაცი ადგილიდან მიიმალა. პოლიცია დანაშაულში ბრალდებულს ეძებს.

ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად ქალს დახმარება მეზობლებმა გაუწიეს. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები არიან მობილიზებულები. ზურაბ ბურდულმა ყოფილი ცოლის დაწვა სცადა. ქალი ახლა დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მეზობლების თქმით, ქალს კაცმა მჟავა შეასხა, დაჭრა და ცეცხლი წაუკიდა.

„რომ დავინახე, გავიქეცი, რა მექნა არ ვიცოდი. ანთებული მაშხალასავით ესროლა რაღაც ნივთი. იმ წუთში მოედო ცეცხლი. იქვე ქვიშა იყო, ვაყრიდი, მერე უცებ მოვიფიქრე, სახლში ფარდა ჩამოვხსენი და ის გადავაფარე. შემზარავი სანახავი იყო. ხუთი წუთი ეკიდა ცეცხლი სახეზე. ხელები, სახე, ყველაფერი დამწვარი აქვს… უკარგესი გოგოა. ძალიან კარგი, ნამდვილად… მერე მეზობელმა ხალიჩა ჩამოაგდო, დავაფარეთ ყველაფერი და როგორც იქნა ჩავაქრეთ…“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მამაკაცი.

მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, ის ყოფილ მეუღლეს ემუქრებოდა, რის შემდეგაც სახის არეში ქიმიური ნივთიერება შეასხა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  დავით სარაჯიშვილის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება დაიწყო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი