სეისმოლოგებმა კამჩატკის სანაპიროსთან ერთი საათის განმავლობაში 11 მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრის სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა. ეს რყევები გუშინ მომხდარი დიდი სიმძლავრის მიწისძვრას მოჰყვა.
გაერთიანებული გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალის ცნობით, დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრე 4.2-დან 5.5-მდე მერყეობდა.
სეისმოლოგების თქმით, ზედაპირზე მიწისძვრების აღქმადობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. მანამდე, კამჩატკაში 10 წუთზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში 4.8-დან 6.0 მაგნიტუდამდე სიმძლავრის ხუთი მიწისძვრა მოხდა.
კამჩატკის ნახევარკუნძულზე, გუშინ, 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეს ამ რეგიონში დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძი იყო.
დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთGreentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება
ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi