პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიიწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს - გიორგი ფხაკაძის საგანგებო მიმართვა

იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს – გიორგი ფხაკაძის საგანგებო მიმართვა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჩინეთში დაფიქსირებული ახალი რესპირატორული ვირუსის, HMPV-ის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, HMPV ვირუსი, ჩინეთის გარდა, რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა.

„HMPV ვირუსი უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში, იწვევს მძიმე რესპირატორულ სიმპტომებს. ვაქცინა და მკურნალობა არ არსებობს, პანდემია მოსალოდნელი არ არის, ჯერ“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, საერთაშორისო მედიის ცნობით, ვირუსი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ადამიანის მეტაპნევმოვირუსი [HMPV], მიმდინარე ზამთარში ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციებში დაფიქსირდა. მედიის მონაცემებით, ვირუსის შემთხვევები განსაკუთრებით ბავშვებში დადასტურდა.

ამასთან, როგორც გარდიანი წერს, ჩრდილოეთ ჩინეთში HMPV-ის შემთხვევების მზარდმა რაოდენობამ გარკვეული განგაში გამოიწვია, მაგრამ მედიის ცნობითვე, ექსპერტები აცხადებენ, რომ Covid-19-ის მსგავსი პანდემიის რისკი დაბალია

  „რუსმა პროდიუსერმა 500 ათასი დოლარი შემომთავაზა რუსულ პროექტში მონაწილეობისთვის“ - რატომ უარყო ალექსანდრე ზაზარაშვილმა შემოთავაზება?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი