სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში, 12 საათზე მეტია გატაცებულ ტურისტს ეძებენ.
სამართალდამცველები ასევე ეძებენ ორ ახალგაზრდას, რომელთაც ბრალად უცხოელ ცოლ – ქმარზე თავდასხმა ედებათ – სავარაუდოდ, სწორედ ერთ-ერთი მათგანია [ქმარი] გატაცებული.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მომხდარის შესახებ ორი ვერსია გაჩნდა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით ტურისტ ცოლ-ქმარს თავს ორი ახალგაზრდა დაყაჩაღების მიზნით დაესხა.
მეორე ვერსიით კი, თავდამსხმელებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის გატაცება უნდოდათ, რაშიც ქალის მეუღლემ ხელი შეუშალა და თავდამსხმელებმა მამაკაცი სავარაუდოდ, გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებული ქალი უკვე გამოიკითხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). 12 საათზე მეტია მესტიაში გატაცებულ ტურისტს ეძებენ – რა ვერსიები ვრცელდება ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ყაჩაღობაზე. 6 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/12-საათზე-მეტია-მესტიაში-გა/
