შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაიცოდი თუ არა? - ეს საქართველოა, ხულუტის ციხე — ციხე-დარბაზი

იცოდი თუ არა? – ეს საქართველოა, ხულუტის ციხე — ციხე-დარბაზი

იცოდი თუ არა? – ეს საქართველოა
ხულუტის ციხე — ციხე-დარბაზი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს მდინარე ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში. აგებულია XVIII საუკუნის I მესამედში ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის მიერ.
შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი – 5 კოშკი. თითოეული მათგანი უპირველეს ყოვლისა საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი – საბრძოლო. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მის მთელ სიმაღლეზე შუაზე ჰყოფს კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. ერთი მხარე 6 სართულიანია, მეორე – 7 სართულიანი. ბოლო სართულები გამიზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი – საცხოვრებლად.
მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით.
კოშკი მდინარეს დაჰყურებს საკმაოდ მაღალი კლდიდან. მასში მოხვედრა შეიძლება აღმართზე მიმავალი გვირაბით. თვით გვირაბში რთული ერთსართულიანი საცხოვრებელი სადგომი ეტყობა გამანაწილებლის როლს ასრულებდა, რადგან აქედან შეიძლებოდა მოხვედრა ორ სხვა კოშკში, მდინარეზე ჩამავალ გვირაბში, საპირფარეშოსა და სხვაგან. ამ სადგომსა და კოშკს შორის მოთავსებულია მოზრდილი წყალსაცავი. მათ ზემოთ ბანი ყოფილა, კედლებში კი სათოფეებია ჩამწკრივებული.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
ფოტო: მიშა მიშა შენგელია
  VIDEO: „16 წლის ვიყავი, როდესაც ხელის ამპუტაცია დამჭირდა... დედაჩემის ინიციატივა იყო, რომ დამეწყო სპორტული ცხოვრება“ - ანა ჯაფარიძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი