სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს იუსტიციის სახლის ინფორმაციით, სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება.

მათივე ცნობით, სარიტუალო დარბაზებს რეაბილიტაციის შედეგად სრულად შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე.

„შექმნილია სპეციალური საპროექტო ნამუშევრები, რომელიც სრულად ერწყმის ქალაქის გარემოს. რეაბილიტაციის დასრულებისთანავე სიღნაღის ქორწინების სახლში 24-საათიანი სერვისი ამოქმედდება და წყვილებს შესაძლებლობა ექნებათ, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაგეგმონ.

ქორწინების სახლი ქ. სიღნაღში, კოსტავას ქ. №10-ში მდებარეობს. შენობა მე-19 საუკუნის I ნახევარშია აგებული და ისტორიულ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი გია ბენაშვილი, ქალაქ სიღნაღის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და მოწვეული სტუმრები“, – აღნიშნულია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება. 2 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სიღნაღში-ქორწინების/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T01:16:49+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi