სამხრეთ აფრიკის ზოოპარკიდან უკანასკნელი სპილო გაათავისუფლეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სამხრეთ აფრიკის ეროვნული ზოოპარკიდან უკანასკნელი სპილო გაათავისუფლეს.

BBC-ს ინფორმაციით, ჩარლი ზიმბაბვეში, ხვანგეს ეროვნულ პარკში 1984 წელს დაიჭირეს, როდესაც ის 2 წლის იყო. ის სამხრეთ აფრიკაში ცირკში წაიყვანეს და სხვადასხვა ტრიუკის შესრულება ასწავლეს. 2000-იანი წლების დასაწყისში ის ქვეყნის ეროვნულ ზოოპარკში გადაიყვანეს.

ბოლო წლების განმავლობაში ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები ჩარლის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წუხდნენ. ამბობდნენ, რომ სპილოს სტრესის სიმპტომები აღენიშნებოდა, რადგან ზოოპარკში ყოფნისას ის 4 სხვა სპილოს სიკვდილის თვითმხილველი გახდა, მათ შორის თავისი სპლიყვის.

ახლა კი ჩარლი ლიმპოპოს პროვინციაში, კერძო ნაკრძალ შამბალაში გადაიყვანეს, რომელიც ცნობილია ცხოველების ველურ ბუნებაში წარმატებული რეინტეგრაციის პროგრამით.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცხოველების დამცველმა ორგანიზაციამ „4 თათი“, განაცხადა, რომ „სპილოს პენსიაზე გასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ჩარლისთვის, არამედ სამხრეთ აფრიკაში ყველა ცხოველის კეთილდღეობისთვის“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სამხრეთ აფრიკის ზოოპარკიდან უკანასკნელი სპილო გაათავისუფლეს. 22 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სამხრეთ-აფრიკის-ზოოპარკი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi