ილონ მასკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც „დაეთანხმა“ მას, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უნდა დაიხუროს.

„ფორბსის“ ცნობით, მასკმა ეს განცხადება გააკეთა „იქსის“ პირდაპირ ეთერში დისკუსიისას, რომელიც მიზნად ისახავდა სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) საქმიანობის განხილვას.

ილონ მასკმა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე გადაამოწმა ტრამპთან ეს ინფორმაცია და ჰკითხა: „დარწმუნებული ხართ?“, ხოლო ტრამპმა უპასუხა: „დიახ“. „ასე რომ, ვხურავთ“, – განაცხადა ილონ მასკმა.

მასკის განცხადებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობა „პოლიტიკურად მიკერძოებული იყო“.

- Advertisement -
Ad imageAd image

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა USAID-ის ხელმძღვანელობას „რადიკალი შეშლილების ჯგუფი“ უწოდა.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონი ერნსტმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა „იქსზე“ გამართულ განხილვაში, განაცხადა, რომ თუ არსებობს „ნამდვილად კარგი პროამერიკული პროგრამები“, რომლებიც USAID-ის კომპეტენციაში შედის, ისინი უნდა გადავიდეს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში და „უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო ზედამხედველობა“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ილონ მასკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა. 3 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ილონ-მასკი-აცხადებს-რომ-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi