შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიისნის რაიონში ახალი სკვერი მოეწყო — დასასვენებელი და საბავშვო სივრცე გაბრიელ სალოსის...

ისნის რაიონში ახალი სკვერი მოეწყო — დასასვენებელი და საბავშვო სივრცე გაბრიელ სალოსის გამზირზე

თბილისში, ისნის რაიონში კიდევ ერთი თანამედროვე და კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე გაჩნდა — გამგეობამ გაბრიელ სალოსის გამზირის N161-N163 მისამართთან მდებარე 840 კვ.მ. ფართობზე რეკრეაციული ზონა მოაწყო.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიდგა საბაღე სკამები და ნარჩენების ურნები, მოეწყო დეკორატიული ფილებით მოპირკეთებული სივრცე და განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. გასართობი ტერიტორია უზრუნველყოფილია გარე განათების თანამედროვე სისტემით, რაც უზრუნველყოფს სივრცის უსაფრთხო და კომფორტულ გამოყენებას დღის ყველა მონაკვეთში.

ისნის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 253 135 ლარით დაფინანსდა.

დასრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა, პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილმა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  მარტო ვცხოვრობდი, მოვიდა ჩემთან და რომ ვუთხარი წადი მეთქი, არა უნდა დავრჩეო, ღამე იყო 5 საათი და ვეღარ გავაგდე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი