თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან იწმინდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორია, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაბინძურებული იყო, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ ეტაპობრივად მშენებლობისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან იწმინდება.

სამუშაოების ფარგლებში, ზღვის მიმდებარე ზონა სპეციალური ტექნიკის დახმარებით მოწმენდილია უკანონოდ დაყრილი სამშენებლო ნაგვისგან. პროცესი კომპლექსურად მიმდინარეობს და მოიცავს ნარჩენების შეგროვებას, გატანასა და ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომზადებას.

დასუფთავების პროცესს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომელიც თანამშრომლებთან ერთად შეაფასა არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. როგორც დირექტორი ამბობს, მსგავსი მასშტაბური აქციები სხვადასხვა ლოკაციაზეც გაგრძელდება.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან იწმინდება. 25 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-ზღვის-მიმდებარე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi