შაბათი, აპრილი 18, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაირანის პრეზიდენტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების განკარგულებას ხელი მოაწერა.

ირანის პრეზიდენტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების განკარგულებას ხელი მოაწერა.

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერების განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დოკუმენტით საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლებს ირანში ჩასვლა ეკრძალებათ. თანამშრომლობის აღსადგენად, თეირანი ირანის ბირთვული ობიექტებისა და ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს.

ასევე ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანი განაგრძობს მშვიდობიან ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას და გაამდიდრებს იმ რაოდენობის ურანს, რამდენიც ირანის ატომური ელექტროსადგურების ფუნქციონირებისთვის იქნება საჭირო.

  „აბრეშუმის გზის ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა კავკასიის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის - ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ“-ნიკოლ ფაშინიანი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი