ავტობანზე, სკოლის ექსკურსიის მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ავარია ავტობანზე – სურამი-ხაშურის დამაკავშირებელ წრესთან, გვიან ღამით, მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მეხანძრე-მაშველებისა და სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი.

დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ანუ უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ავტობანზე, სკოლის ექსკურსიის მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. 9 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ავტობანზე-სკოლის-ექსკურ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi