შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გზამკვლევი გამოაქვეყნა

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი – „გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“ – ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3543 გამოაქვეყნა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, „გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“ მოიცავს დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის ვადების, გამოცდის ფორმატის, ტესტის სტრუქტურის, საგამოცდო დროის, შეფასების სისტემისა და მოქმედი წესების შესახებ. დოკუმენტში, ასევე, წარმოდგენილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge – მიმდინარეობს, რომელიც 6 აპრილის 10:00 საათიდან დაიწყო და 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიზნით, აპლიკანტმა რეგისტრაციის პროცესში, არაუგვიანეს 6 მაისის 18:00 საათისა, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საფასურის გადახდა, რომლის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 6 მაისის 18:00 საათიდან 11 მაისის 18:00 საათამდე პერიოდში, კანდიდატებს მხოლოდ საგამოცდო ქალაქის არჩევა ან ცვლილება, ასევე, უკვე დაწყებული რეგისტრაციის დასრულება შეეძლებათ.

საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი ოთხი ნაწილისაგან შედგება – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ტესტის ოთხი კომპონენტიდან დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამში მაინც დააკმაყოფილებს. გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში შესაძლებელია, მოთხოვნილი იყოს ოთხივე კომპონენტში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების აუცილებელ პირობას საერთო სამაგისტრო გამოცდასთან ერთად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარება წარმოადგენს.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს, ხოლო შიდა გამოცდებს – შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. შიდა გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მაგისტრანტობის კანდიდატებს, ყურადღებით გაეცნონ დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციას და დადგენილ ვადებში გაიარონ რეგისტრაცია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გზამკვლევი გამოაქვეყნა. 6 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შეფასებისა-და-გამოცდები-3/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Intern .NET Developer

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Engineering Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Affiliate Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Developer (.NET)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Media Buyer (In-App / iGaming)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-22T08:21:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi