ირანის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს – „მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა~

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა „მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა“, – ნათქვამია ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებაში.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა… აღიქმება, როგორც ღია ომის გამოცხადება მუსლიმების, და განსაკუთრებით, მსოფლიოს მასშტაბით შიიტების წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

ფეზეშქიანის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა მიიჩნევს, რომ მისი კანონიერი მოვალეობა და უფლებაა, შური იძიოს „ამ ისტორიული დანაშაულის ჩამდენებსა და დამკვეთებზე“.

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ირანის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს – „მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებაა~. 1 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ირანის-პრეზიდენტი-მიმართ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi