„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა – . სერვისის მიმღებმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია პორტალზე უნდა ატვირთონ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ფოტო: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 მარტიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც საქართველოში, უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.

იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს, ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლება“ უნდა მოიპოვოს.

უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.

შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია. სერვისის მიმღებმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია პორტალზე უნდა ატვირთონ.

შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლამდე ვადით.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს ეს გამოიწვევს როგორც დასაქმებულის, ისე – დამსაქმებლის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებულის უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა – . სერვისის მიმღებმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია პორტალზე უნდა ატვირთონ. 1 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შრომითი-მიგრაციის-შესახ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi