შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულად დაზიანდა ბოლოდროინდელი დარტყმების შედეგად“-CIA-ს დირექტორი

„ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულად დაზიანდა ბოლოდროინდელი დარტყმების შედეგად“-CIA-ს დირექტორი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, ჯონ რატკლიფმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სააგენტომ მოიპოვა „სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიუთითებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულად დაზიანდა მიზანმიმართული დარტყმების შედეგად“.

CIA ადასტურებს, რომ სანდო სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულად დაზიანდა ბოლოდროინდელი, მიზანმიმართული დარტყმების შედეგად. ეს მოიცავს ახალ სადაზვერვო მონაცემებს ისტორიულად სანდო და ზუსტი წყაროდან/მეთოდიდან, რომლის მიხედვითაც, ირანის რამდენიმე ძირითადი ბირთვული ობიექტი განადგურდა და [ირანს] მათ აღსადგენად წლები დასჭირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

CIA აგრძელებს დამატებითი, სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის შეგროვებას, რათა შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები პირები და ზედამხედველი ორგანოები სრულად ინფორმირებულნი იყვნენ. შეძლებისდაგვარად, ჩვენ ასევე მივაწვდით განახლებებსა და ინფორმაციას საზოგადოებას, ამ საკითხის ეროვნული მნიშვნელობიდან და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ძალისხმევიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის მთავრობასთან სასამართლო დავა წააგო - სასექსის ჰერცოგი გასაჩივრებას აპირებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი