7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა რუსეთში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

რუსეთში, კამჩატკასთან ახლოს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ბიძგების ეპიცენტრი პეტროპავლოვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 125 კმ-ში დაფიქსირდა.

რუსული მედიის ცნობით, ძლიერი ბიძგების შემდეგ ცუნამის წარმოქმნის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. მას ოთხი შემდგომი ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 5.1-დან 5.8 მაგნიტუდამდე იყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცნობისთვის, კამჩატკა მაღალსეისმურ ზონაში მდებარეობს, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში, სულ მცირე, ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა რუსეთში. 19 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/7-7-მაგნიტუდის-სიმძლავრის-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi