ილონ მასკი კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ასტრონავტების გადარჩენას აპირებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ აპირებს კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ასტრონავტები გადაარჩინოს, – იუწყება CNN-ი.

მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩატოვა კოსმონავტები კოსმოსურ სადგურზე. მისი თქმით, დონალდ ტრამპმა მას სთხოვა, რომ SpaceX-ი ჩაერიოს ამ საკითხში, რათა ასტრონავტებმა სახლში დაბრუნება შეძლონ.

რამდენიმე თვის წინ NASA-მ შეიმუშავა ასტრონავტების დაბრუნების გეგმა და სთხოვა SpaceX-ს დახმარება ამ გეგმის განხორციელებაში. დეკემბერში ამ გეგმის განხორციელება გადაიდო, რადგან SpaceX-ს მეტი დრო სჭირდება კოსმოსური ხომალდის მომზადებისთვის.

„აშშ-ს პრეზიდენტმა სთხოვა SpaceX-ს რაც შეიძლება მალე დააბრუნოს სახლში კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ორი ასტრონავტი. ჩვენ ამას ვაკეთებთ. საშინელებაა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ისინი იქ ასე დიდი ხნით დატოვა“, – დაწერა მასკმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

სოციალურ ქსელში ტრამპმა წარმატებები უსურვა მასკს ამ მნიშვნელოვან საქმეში და გამოთქვა იმედი, რომ ყველა უსაფრთხოდ იქნება.

Boeing-ის კოსმოსური ხომალდი „სტარლაინერი“ ორბიტაზე 5 ივნისს გაემგზავრა. სუნიტა უილიამსის და ბარი უილმორის მისია მხოლოდ 8 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ხომალდის ტექნიკური პრობლემების გამო ისინი დედამიწაზე „სტარლაინერით“ ვეღარ დაბრუნდებიან და ამისთვის კოსმოსში Boeing-ის მთავარი კონკურენტის SpaceX-ის ხომალდს გამოიყენებენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ილონ მასკი კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი ასტრონავტების გადარჩენას აპირებს. 29 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ილონ-მასკი-კოსმოსურ-სადგ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi