ორეგონის შტატში, ფერვიუში, საშუალო ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.
ორადგილიანი თვითმფრინავი Cessna 421C ტრაუტდეილის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.
თვითმხილველის თქმით, თვითმფრინავი ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლებს.
ავიაკატასტროფის შემდეგ, საჭირო გახდა რაიონის ევაკუირება. ადგილობრივებს სთხოვეს დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები.
სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძარი 4 სახლზე გავრცელდა. მისივე თქმით, თვითმფრინავში მყოფი დაშავებულები ან გარდაცვლილები, ჯერ ვერ იპოვეს. ადგილზე მყოფ ადამიანებს კი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად Portland General Electric-ის 9 000 მომხმარებელი დაზარალდა.
“კომპანიის ბრიგადები ზარალს ითვლიან, რომელიც ჩვენს ხაზებს მიადგა. კლიენტებს შევატყობინებთ, როდესაც დავადგენთ აღდგენითი სამუშაოების ხანგრძლივობას,“ – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ადგილობრივი პოლიციის შერიფმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევის ადგილას თვითმფრინავის ნაწილებს ეძებენ, რათა მოკვლევა განაგრძონ. რამდენი პირი იმყოფებოდა თვითმფრინავში, ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: NBC News
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ავიაკატასტროფის შედეგად ორეგონში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეჯახა. 1 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ავიაკატასტროფის-შედეგად/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · წარმოება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-20T16:30:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

