ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერმა აღმოაჩინა „სუპერდედამიწა“, რომელიც დედამიწისგან 20 სინათლის წელიწადით არის დაშორებული და შეიძლება სიცოცხლისთვის ვარგისი იყოს, კვლევა The journal Astronomy & Astrophysics-შია გამოქვეყნებული.
მეცნიერის მიერ აღმოჩენილ პლანეტას დედამიწაზე ექვსჯერ მეტი მასა აქვს და ის ისეთი ვარსკვლავის ზონაში ბრუნავს, რომელიც მზეს ჰგავს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „სუპერდედამიწას“, რომელიც მზის სისტემის გარეთ მდებარეობს, შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები. პლანეტას HD 20794 d დაარქვეს.
„გასაოცარია, მაგრამ მისი სიახლოვე ჩვენთან გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალი კოსმოსური მისიები მის გამოსახულებას მიიღებენ“, – განაცხადა მეცნიერმა.
მან ეს პლანეტა 2022 წელს აღმოაჩინა ჩილეში, ლა-სილიის ობსერვატორიაში. ამ ხნის განმავლობაში მეცნიერების ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო სპეციალისტებისგან შედგებოდა, მიღებულ მონაცემებს ამუშავებდა, რათა ეს აღმოჩენა დაემტკიცებინა.
„ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერება იყო, როდესაც ჩვენ შევძელით პლანეტის არსებობის დამტკიცება“, – განაცხადა მეცნიერმა და აღნიშნა, რომ ამ პლანეტას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს მომავალ კოსმოსურ მისიებში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). „სუპერდედამიწა“, რომელიც დედამიწისგან 20 სინათლის წელიწადით არის დაშორებული, სიცოცხლისთვის შეიძლება ვარგისი იყოს. 29 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სუპერდედამიწა-რომელიც/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
