ორშაბათი, ივნისი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა

სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა. მეუფემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ნაყოფიერი სწავლა უსურვა.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა მთელი გულით დაგლოცოთ თქვენს ცხოვრებაში ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა თქვენ დაამთავრეთ სკოლა და უნდა შეუდგეთ უმაღლესი სწავლების სარბიელს. ცოდნა – ეს არის სინათლე, რომელიც ადამიანს აღამაღლებს და ამ ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს. ღმერთი შეგეწიოთ, რომ ღირსეულად ჩააბაროთ ეს ცხოვრებისეული გამოცდა და აისრულოთ თქვენი კეთილი სურვილები“, – მიმართა მეუფე შიომ აბიტურიენტებს.

author avatar
Irina Datashvili
  რა იმალება ანტარქტიდის ყინულის ქვეშ? - სრულიად დაფარული სამყარო
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი