შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევა„თხილზე ვიყავი სამუშაოდ წასული...“ - ხანძრის შედეგად დაღუპული ტყუპი ბავშვების დედა

„თხილზე ვიყავი სამუშაოდ წასული…“ – ხანძრის შედეგად დაღუპული ტყუპი ბავშვების დედა

ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსს-კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი გამოძიება დაადგენს. მეზობლების თქმით, ქალი 4 ბავშვთან ერთად ბუკიას ქუჩაზე არსებული კორპუსის მეექვსე სართულზე ქირით ცხოვრობდა, სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

„თხილზე ვიყავი სამუშაოდ წასული…“- ამბობს დედა.

„ერთ წელზე მეტია შესახლებულები არიან. ბოლო 3-4 თვეა არ გადაუხდიათ ქირა. მე არაფერი ვიცი მეტი. აქ არ ვცხოვრობ“,- ამბობს სახლის მეპატრონე.

primetime.ge

  ტრაგედია საბერიოში - პატრიარქი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს მიმართავს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი