„თხილზე ვიყავი სამუშაოდ წასული…“ – ხანძრის შედეგად დაღუპული ტყუპი ბავშვების დედა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსს-კოდექსის 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი გამოძიება დაადგენს. მეზობლების თქმით, ქალი 4 ბავშვთან ერთად ბუკიას ქუჩაზე არსებული კორპუსის მეექვსე სართულზე ქირით ცხოვრობდა, სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

- Advertisement -
Ad imageAd image

„თხილზე ვიყავი სამუშაოდ წასული…“- ამბობს დედა.

„ერთ წელზე მეტია შესახლებულები არიან. ბოლო 3-4 თვეა არ გადაუხდიათ ქირა. მე არაფერი ვიცი მეტი. აქ არ ვცხოვრობ“,- ამბობს სახლის მეპატრონე.

primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „თხილზე ვიყავი სამუშაოდ წასული…“ – ხანძრის შედეგად დაღუპული ტყუპი ბავშვების დედა. 13 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თხილზე-ვიყავი-სამუშაოდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi