ათენში, ტრეფიკინგის ბრალდებით, 26 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ავსტრიის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ინტენსიური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს – ცნობილია, რომ დაკავებულმა დაკითხვისას ბრალი აღიარა.
დაკავებულს ბრალად 29 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის, უკიდურესად საფრთხის შემცველ პირობებში გადაყვანა ედავება. მას ეს ადამიანები სატვირთო მანქანის მაცივარში ჰყავდა მოთავსებული,. რომელშიც სავენტილაციო სისტემა ხელით იმართებოდა.
ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ათენში, ტრეფიკინგის ბრალდებით, 26 წლის ქართველი დააკავეს. 13 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ათენში-ტრეფიკინგის-ბრალ/
