ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოთურქი არქეოლოგები აცხადებენ, რომ არტანუჯში აშოტ კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს

თურქი არქეოლოგები აცხადებენ, რომ არტანუჯში აშოტ კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს

თურქმა არქეოლოგებმა არტანუჯის (გევჰერნიკის) ციხეში ქართველი მეფის, აშოტ I დიდის (კურაპალატი) სამარხი აღმოაჩინეს.

თურქული აკადემიური სამეცნიერო ჟურნალი Anatolian Archaeology-ის გავრცელებული ინფორმაციით,  არქეოლოგებმა, თაღოვანი საფლავი  გევერნიკის ციხესიმაგრეში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ქვეშ აღმოაჩინეს.

კერძოდ, სამარხი წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში, აფსიდის ქვეშ არის განთავსებული და ვარაუდობენ, რომ ის აშოტ პირველს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ აკლდამაში ნეშტი არ უპოვიათ, მისი მდებარეობა ზუსტად შეესაბამება შუა საუკუნეების წყაროებში სამარხის შესახებ არსებულ ჩანაწერებს. ეს აღმოჩენა ისტორიული წყაროების პირველი არქეოლოგიური მტკიცებულებაა.

არქეოლოგიური სამუშაოები ხელმძღვანელის, დოქტორ ოსმან აითეკინის მიხედვით, არქეოლოგთა ჯგუფმა ეკლესიის ქვეშ მიაგნო ორი მეტრის სიგრძისა და 1.8 მეტრის სიგანის სამარხს, რომელშიც არ არის აღმოჩენილი ადამიანის ნეშტი ან ძვლების ნაწილები, თუმცა, მეცნიერის მტკიცებით, საფლავის ადგილმდებარეობა და აღწერილობა შეესაბამება ისტორიულ წყაროებში არსებულ ინფორმაციას.

“შუა საუკუნეების ქართული წყაროები აღნიშანვენ, რომ მეფე აშოტი ამ ეკლესიაშია დასაფლავებული. არქიტექტურული პოზიცია და საფლავის სტრუქტურა ზუსტად ემთხვევა ამ წყაროებს. მეცნიერულად, თურქეთის არქეოლოგიის სახელით ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ მეფე აშოტ I კურაპალატის დასაფლავების ადგილი” – ამბობს გათხრების ხელმძღვანელი, პროფესორი ოსმან აიტეკინი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, გათხრები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ვანის იუზუნჯუ ილის უნივერსიტეტის ეგიდით განხორციელდა. გათხრები ძირითადად ფოკუსირებულია ციხის შიდა ტერიტორიასა და წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის ნანგრევებზე. გათხრების ხელმძღვანელის, დოქტორ ოსმან აითექინის თქმით, არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა 2 მეტრის სიგრძისა და 1,8 მეტრის სიგანის ქვის თაღით გადახურული სამარხი, რომელიც  უშუალოდ ეკლესიის აფსიდის ქვეშაა განთავსებული.

როგორც აითექინმა აღნიშნა, „შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში მოხსენიებულია, რომ მეფე აშოტი დაკრძალულია სწორედ ამ ეკლესიაში“.

„სამარხის არქიტექტურული მდებარეობა და სტრუქტურა სრულად ემთხვევა ჩანაწერებს. მეცნიერულად, ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ აშოტ დიდის სამარხის ადგილმდებარეობა თურქული არქეოლოგიის სახელითაც“, – აღნიშნა აითექინმა.

სამარხის გარდა, არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს საერთო სამზარეულო (თონე) და წყალსაცავების ფართო სისტემები, რაც მიუთითებს ციხის შიგნით მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობაზე. არქეოლოგებმა შეძლეს ორი ავზის ამოღება და მუშაობა გრძელდება მესამე ავზის ამოსაღებად. ასევე აღმოჩენილია ადრეული მე-11 საუკუნის ბიზანტიური მონეტები, კერამიკული ფრაგმენტები, ქვისა და მეტალის საბრძოლო მასალა.

  „ყველაფერზე გევაჭრებიან, რესტორანში არ შედიან, დღეში საშუალოდ $50-ს ხარჯავენ, რაც ძალიან ცოტაა“ - ვინ მოგზაურობს საქართველოში?

ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები როდესაც დასრულდება, არტეფაქტები ართვინის მუზეუმში იქნება გადატანილი.

მე-5 საუკუნეში აგებული არტანუჯის ციხესიმაგრე მე-9 საუკუნეში მეფე აშოტ პირველის მიერ იქნა გაფართოებული და გაძლიერებული. აშოტმა ის ბაგრატიონთა სამეფოს ადმინისტრაციულ ცენტრად აქცია. არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მონარქი და დიდგვაროვნები შიდა ციტადელში ცხოვრობდნენ, ხოლო ვაჭრები და შეძლებული მოსახლეობა გალავნით შემოსაზღვრულ ქვედა ქალაქში, სადაც ასევე იყო აბანო, სალოცავები და შადრევნები.

აითექინის თქმით, გათხრები კიდევ ხუთ წელიწადს გაგრძელდება, რის შემდეგაც არტანუჯი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ცენტრად იქცევა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

აშოტ I დიდი, კურაპალატი იყო პირველი ბაგრატიონი, რომელიც გამეფდა, შესაბამისად 809 წელს მან სამეფო დინასტია დააფუძნა. მეფე 826 წლის იანვარში გარდაიცვალა.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი