აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს კიევზე მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს და საელჩოს ხურავს

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ის საელჩო კიევში საკუთარ მოქალაქეებს 20 ნოემბერს მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს.

„აშშ-ის საელჩომ კიევში მიიღო კონკრეტული ინფორმაცია 20 ნოემბერს პოტენციური სერიოზული საჰაერო თავდასხმის შესახებ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე საელჩო დაკეტილი იქნება. თანამშრომლებმა თავშესაფარში ყოფნის ინსტრუქცია მიიღეს“, – ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.

საელჩო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს თვალი ადევნონ ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ახალ ამბებს, საჰაერო განგაშის შემთხვევაში მოძებნონ თავშესაფრები და დაუყოვნებლივ შევიდნენ იქ, მიჰყვნენ უკრაინის ოფიციალური პირების მითითებებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს კიევზე მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს და საელჩოს ხურავს. 20 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ის-საელჩო-საკუთარ-მოქ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi