დადგენილება – უკრაინაში ომის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება აკრძალეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლის თანახმადაც ომის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იკრძალება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დადგენილებას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ფუნქციონირება გამგეობებისა და საკრებულოების დონეზე უწყვეტად უნდა ხდებოდეს.

დადგენილებით მოქმედი მერებისა და საკრებულოების უფლებამოსილების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მანამ, სანამ მშვიდობიან პერიოდში ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში ბოლოს 2020 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დადგენილება – უკრაინაში ომის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება აკრძალეს. 8 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დადგენილება-უკრაინაში-ო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi