ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„თითქმის ყოველ მეორე ჩანაწერთან ვხვდები ერთსა და იმავე სევდიან მოტივს: „კი ბატონო,...

„თითქმის ყოველ მეორე ჩანაწერთან ვხვდები ერთსა და იმავე სევდიან მოტივს: „კი ბატონო, სიმართლეს ბრძანებთ, მაგრამ რას შეცვლის ეს წერა? ხომ არ დარჩება ეს ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა? – პრობლემა მხოლოდ „სისტემა“ არ არის. პრობლემა ისიც არის, რომ საზოგადოებამ კომფორტი ამჯობინა პასუხისმგებლობას“-ირაკლი ყიფიანი

პოლიტოლოგი და სტრატეგიული პროცესების ანალიტიკოსი ირაკლი ყიფიანი მორიგ პოსტს აქვეყნებს:
„მეგობრებო და თანამოაზრენო,
როგორც იცით, ამ სივრცეში ხშირად ვაქვეყნებ ვრცელ ესეებსა თუ მანიფესტებს; განვიხილავ იმ ეგზისტენციალურ საფრთხეებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ ანგრევს ეროვნულ სხეულს, იქნება ეს გენოფონდის გადაგვარება, გამანადგურებელი სოციალური სიდუხჭირე, ქართული ენის ვულგარიზაცია თუ ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობის წაშლა.
რამდენად რთულია ამის კეთება, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ჩემი გვერდის მონაცემები ფაქტობრივად „გაწითლებულია“, ჩანაწერების გავრცელება კი, ხელოვნურად შეზღუდული. თუმცა, სწორედ თქვენი უანგარო თანადგომის დამსახურებით, ტექსტები მაინც არღვევს ამ ცენზურას და საზოგადოებამდე აღწევს. მადლობა იმისთვის, რომ ამ ეპოქაში, როდესაც ადამიანებს ორწუთიანი ტექსტის წაკითხვაც კი ეზარებათ, თქვენ ყურადღებით ეცნობით ჩემს მძიმე მსჯელობებს.
თუმცა, მხარდაჭერასთან ერთად, თითქმის ყოველ მეორე ჩანაწერთან ვხვდები ერთსა და იმავე სევდიან მოტივს: „კი ბატონო, სიმართლეს ბრძანებთ, მაგრამ რას შეცვლის ეს წერა? ხომ არ დარჩება ეს ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა?“
ზოგჯერ მინდა პირდაპირ გიპასუხოთ: ჩემი ბრძოლის ხაზი აქ გადის(!) აზრში, ანალიზსა და სიტყვაში. მე ვაკეთებ იმას, რაც ერთმა ადამიანმა, თავის ფლანგზე უნდა გააკეთოს.
მოდით, თვალი გავუსწოროთ ჩვენს სინამდვილეს. ერის დაცემა იწყება იქ, სადაც ფიქრი ჩერდება. ჩვენი მთავარი პრობლემა სოციალური ან ეკონომიკური კი არა, უპირველეს ყოვლისა, აზროვნების კრიზისია. ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ინსტიტუციური აზროვნება თითქმის სრულად მოშლილია, საჯარო დისკურსი კი იაფფასიან კინკლაობამდეა დაყვანილი.
აზროვნება ჩანაცვლდა რეაქციით.
ანალიზი — სლოგანებით.
პოზიცია — ბანაკით.
ისტორიულ-ცივილიზაციური პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, არც ერთი ცივილიზაცია არ დაცემულა მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებით. ყველა დიდი დაცემა იწყებოდა მაშინ, როცა აზრი სუსტდებოდა და სიტყვა ფუჭდებოდა. იქ, სადაც სიტყვა აღარ ნიშნავს არაფერს, იქ არც ადამიანი ნიშნავს არაფერს.
ამიტომ, მოდით, ვაღიაროთ ბოლომდე: პრობლემა მხოლოდ „სისტემა“ არ არის. პრობლემა ისიც არის, რომ საზოგადოებამ კომფორტი ამჯობინა პასუხისმგებლობას. ჩვენ ხშირად გვინდა შედეგი — ბრძოლის გარეშე, ღირსება — რისკის გარეშე და სიმართლე — ფასის გადახდის გარეშე. ასე კი არც ისტორია იცვლება და არც ბედი.
იოანე წინამორბედის ხმა უდაბნოში იმიტომ ისმოდა, რომ ის ჭეშმარიტებისთვის გზას ამზადებდა. არც ილია ჭავჭავაძე წერდა იმის რწმენით, რომ იმავე დღეს შეიცვლებოდა ქვეყანა, მაგრამ მან შექმნა აზრის ჩარჩო, რომელშიც შემდეგმა თაობებმა იმოქმედეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა დიდი გარდატეხა ისტორიაში იწყებოდა არა მასით, არამედ მცირერიცხოვანი მოაზროვნეებით.
რაც შეეხება დონ კიხოტს: დიდი ესპანელი ფილოსოფოსი მიგელ დე უნამუნო წერდა, რომ დონ კიხოტის „სიგიჟე“ ბევრად უფრო საღი და ეთიკურია, ვიდრე იმ პრაგმატული ბრბოს სიმშვიდე, რომელიც მას დასცინის. დიახ, ზოგჯერ ვგავართ ილუზიებთან მებრძოლ რაინდებს, მაგრამ იდეალების ერთგულება მარცხი არ არის. ცივ პრაგმატიზმს ხშირად მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს, არსებული უსამართლობის შენარჩუნება.
და თქვენ? კითხვის შემდეგ რა რჩება? თანხმობა თუ მოქმედება?
ნუ დატოვებთ ამ ფიქრებს მხოლოდ სოციალური ქსელის კედლებზე. გაიტანეთ ეს მსჯელობა თქვენს ოჯახებში, მეგობრებთან, სამსახურებში. აქციეთ ეს ტექსტები ცოცხალ დისკუსიებად.
ჩემს ძალებში დღეს არ შედის არმიების მართვა ან ბიუჯეტების განკარგვა. ჩემი იარაღი გონება, ცოდნა და სიტყვაა. როდესაც ვწერ, მოვლენებს თავის ნამდვილ სახელს ვარქმევ და გამოსავლის გზებს ვეძებ იმ საღად მოაზროვნე საქართველოსთვის, რომლისაც მჯერა, მე ვმოქმედებ! ინტელექტუალური შრომა, დიაგნოზის დასმა და პრობლემის გაშიშვლება უკვე უდიდესი სამოქალაქო აქტია. სიტყვა, რომელიც ითქმის დროულად, უკვე მოქმედებაა.
მე არ მაქვს ილუზია, რომ ერთი წერილით ხვალ დილით ახალ ქვეყანაში გავიღვიძებთ, მაგრამ გავაგრძელებ ფიქრსა და წერას, რადგან ეს მევალება ჩემი სინდისის, უფლისა და ჩემი სამშობლოს წინაშე.
ნუ შეგაშინებთ უდაბნოს სიჩუმე. პირიქით, სწორედ სიჩუმეში ისმის ყველაზე მკაფიოდ ის, რასაც მნიშვნელობა აქვს.
ხმა არსად იკარგება, ის ან აყალიბებს მომავალს, ან ამხელს აწმყოს.
არჩევანი მარტივია:
ან იტყვი — და იქნები მონაწილე,
ან გაჩუმდები — და გახდები თანამონაწილე.“
ირაკლი ყიფიანი
  როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.