ექსპოზიცია წარმოაჩენს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას – გამოფენა „პატრიარქი ილია II“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ექსპოზიცია წარმოაჩენს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას - გამოფენა „პატრიარქი ილია II“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული გამოფენის „პატრიარქი ილია II“ დათვალიერება ამიერიდან ეროვნული არქივის ვებგვერდზე, ონლაინ არის შესაძლებელი.

ექსპოზიცია წარმოაჩენს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას: ეკლესიის აღორძინებას, სასულიერო განათლების განვითარებას, მის კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა პატრიარქის განსაკუთრებული როლი საქართველოს სულიერ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლიანი სულიერი, საზოგადოებრივი და ეროვნული მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა „პატრიარქი ილია II“ საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2026 წლის 23 აპრილიდან 27 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/2026-1/patriarki-ilia-ii-1

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ექსპოზიცია წარმოაჩენს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას – გამოფენა „პატრიარქი ილია II“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 16 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ექსპოზიცია-წარმოაჩენს-პა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi