შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს.
„2026 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია კონკრეტული დროის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალური განრიგი: ქართული ენა და ლიტერატურა – 2 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 3 ივლისი (პირველი და მეორე სესია); ოსური ენა 2 ივლისი (პირველი სესია); უცხოური ენა 6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) – ფრანგული ენა. მათემატიკა – 10 ივლისი (პირველი და მეორე სესია); ისტორია – 13 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 14 ივლისი (პირველი სესია); ქიმია – 14 ივლისი (მეორე სესია); სამოქალაქო განათლება – 15 ივლისი (პირველი სესია); ბიოლოგია – 16 ივლისი (პირველი სესია); ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 17 ივლისი (პირველი სესია); ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე); 17 ივლისი (პირველი სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება -17 ივლისი (პირველი სესია); გეოგრაფია – 20 ივლისი (მეორე სესია); ლიტერატურა – 21 ივლისი (პირველი სესია); ფიზიკა – 22 ივლისი (პირველი სესია)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). 2026 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია. 15 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/2026-წლის-გამოცდების-განრიგი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T21:51:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
