სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: „კორპუსის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს“

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.

მინისტრი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და სამაშველო ღონისძიებებს ესწრება. მისი თქმით, კორპუსის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია.

„სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობისას, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, საყრდენი კედელი გადმოიხარა. შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო სამუშაოები შეწყდა, ხოლო მაშველები უკანა მხრიდან აქტიურად მუშაობენ. ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს.

აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. აფეთქება გაზის გამათბობლის ჩართვას უკავშირდება. მოქალაქე მეხუთე სართულზე გამათბობლის ჩართვას ცდილობდა. თავადვე ამბობს, რომ ღამით ჩავრთე, შემდეგ გამოვრთეო, დილით კი ხელახლა ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: „კორპუსის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს“. 19 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სულხან-თამაზაშვილი-ფონიჭ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Middle Business Analyst

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Media Buyer FB / iGaming

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-19T13:44:08+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi