თბილისში სექტემბრიდან პირველი ოფიციალურად ავტორიზებული საერთაშორისო მონტესორის ბაღი ამოქმედდება, რომელიც მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო მეთოდით იმუშავებს. ინოვაციური სივრცე ლისის ტბის მიმდებარედ განთავსდება და 180 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. ბაღის ინფრასტრუქტურა სრულიად შეესაბამება მონტესორის სტანდარტებს — ეკოლოგიურად სუფთა ხის ავეჯი, სპეციალიზებული სათამაშოები და ბუნებრივი განათებით გაშლილი კლასები.
ბაღის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს, 7 მაისს, 17:30 საათზე გაიმართება სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ღონისძიების სახელწოდებით — „პატარა ნაბიჯები — დიდი მომავალი“ (Little Steps – Big Future). ღია კარის დღეს უხელმძღვანელებს ტიმ სელდინი — მონტესორის ფონდის პრეზიდენტი და საერთაშორისო საბჭოს დამფუძნებელი. მას 50-წლიანი გამოცდილება აქვს მონტესორის განათლების სფეროში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა ამ მიმართულებით.
მონტესორის ბაღის უპირატესობები:
- განთავსებულია 1500 მ² ფართობზე
- აერთიანებს დახურულ და ღია სივრცეებს
- უზრუნველყოფს 22 ადგილობრივის დასაქმებას
- გამოიყენებს ამერიკულ პროგრამაზე გადამზადებულ პედაგოგებს
- უზრუნველყოფს ადრეული განათლების საერთაშორისო ხარისხს
ღონისძიებაზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ მონტესორის საგანმანათლებლო მიდგომები, მის ფილოსოფიაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამა, ინფრასტრუქტურა და პედაგოგიური მიდგომები. ღია კარის დღე განსაკუთრებით საინტერესო იქნება მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის და განათლების სფეროში ჩართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის.
მონტესორის მეთოდი მსოფლიოში აღიარებული ალტერნატიული საგანმანათლებლო მოდელია, რომელიც ინდივიდუალურ განვითარებაზე, შემოქმედებითად აზროვნებაზე და ბავშვის უნარების ბუნებრივად ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. მისი მიზანია, ბავშვებს დამოუკიდებლობის, თვითგამოხატვისა და პასუხისმგებლობის უნარები ჩამოუყალიბოს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია