თავდაცვის სამინისტროს პროექტი – „ჯარის ბანაკი“ დაიწყო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში განახლდა პროექტი – „ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“.

„ჯარის ბანაკის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გაიმართა. ბანაკში მონაწილე ბავშვებსა და სამხედრო ინსტრუქტორებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მათ ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზე. სტუმრებსა და ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს სახელწმიფო ჰიმნი; ბანაკის მონაწილემ, სამხედრო ინსტრუქტორთან ერთად, საქართველოს დროშა აღმართა. განაგრძეთ კითხვა

 

 

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თავდაცვის სამინისტროს პროექტი – „ჯარის ბანაკი“ დაიწყო. 22 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თავდაცვის-სამინისტროს-პრ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi