ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: „ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, თავისთავად, ეწყინებოდა ეს მომხდარი ფაქტები, გული დაწყდებოდა, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული, ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
„ აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს - არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის“-ცოტნე ივანიშვილი

ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, თავისთავად, ეწყინებოდა ეს მომხდარი ფაქტები, გული დაწყდებოდა, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული, ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, – განაცხადა „ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრების მიერ დაწყებული ფიზიკური და ვერბალური პროვოკაცია გახდა ფიზიკურ დაპირისპირების დაწყების მიზეზი. „არასასიამოვნო, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე პირადად სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას. რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რაში სჭირდებოდათ, ვთქვათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება. პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან, ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით, რა სიძლიერით ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წვერებისგან,“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: „ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, თავისთავად, ეწყინებოდა ეს მომხდარი ფაქტები, გული დაწყდებოდა, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული, ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი“. 29 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ცოტნე-ივანიშვილი-პარლამე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi