„საზოგადოებაში ქაოსი, პირველ, რიგში სარესტორნო ბიზნესს ურტყამს“ – რატომ იხურება რესტორნები?

ავტორი
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

“სფეროს ძალიან რთული პერიოდი უდგას, ედგა და ალბათ, კვლავ რთული იქნება ძილის მდგომარეობიდან გამოსვლა” – რესტორატორი ვახტანგ კანდელაკი “საქმიანი დილას” ეთერში სარესტორნო ბიზნესის გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სამი ძირითადი მიზეზის გამო, არაერთი კვების ობიექტი დაიხურა.

როგორც ის აღნიშნავს, ყველაზე გავრცელებული მიზეზი საქართველოში ტურისტული ნაკადების შემცირებაა, რის გამოც რესტორნებს შემოსავლის მიღება უჭირთ. ვახტანგ კანდელაკის თქმით, შიდა მოხმარება საკმარისი არ არის, რომ რესტორნებმა რეალური შემოსავალი ნახონ.

“როგორც მოვიკითხე, ის რესტორნები დაიხურა, რომლებიც ტურისტულად აქტიურ ზონაში იყო და ძალიან მაღალი საიჯარო ხელშეკრულებები ჰქონდათ, რადგან ადგილია მოთხოვნადი. ეს ადგილები თითქმის ყველა დაიხურა, ვინაიდან საქართველოში ტურისტთა ნაკადები ძალიან შემცირებულია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მეორე მიზეზი ისაა, რომ რესტორანი ხარჯებს ვეღარ აუდის. მომხმარებელი შემცირებულია, მხოლოდ შიდა მომხმარებელია დარჩენილი და მათი განაწილება ამდენ საინტერესო რესტორანში ძალიან რთულია. მაშინ თქვენ, როგორც მომხმარებელმა, თითქმის ყოველდღე უნდა იაროთ სხვადასხვა რესტორანში, რომ თითოეულმა მათგანმა შემოსავალი მიიღოს”, – ამბობს რესტორატორი.

- Advertisement -
Ad image

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელსაც ვახტანგ კანდელაკი ასახელებს, ნედლეულზე გაზრდილი ფასებია. მისი თქმით, ფასების მუდმივ ცვალებადობას სწორი მენეჯმენტი სჭირდება, რისი საშუალებაც საქართველოში ბევრ რესტორანს არ აქვს.

“შეგიძლიათ, ერთი კვირის განმავლობაში დინამიკაში დააკვირდეთ, მაგალითად, დეზერტირების ბაზარში ფასის ცვლილებას. მესმის, რომ ახლა წინასააღდგომო აჟიოტაჟია და ფასები იზრდება; მანამდე წინასაახალწლო აჟიოტაჟის გამო იზრდებოდა ფასი. კვების ობიექტში მნიშვნელოვანია, რომ სწორი ფასი დავიჭირო კერძზე და მას სწორი მენეჯმენტი გავუწიო, რომ იმ პომიდვრის გაყიდვით, რომელსაც ვყიდულობ ზაფხულში, სეზონზე სარგებელი ვნახო და ზამთარში ზარალი მაინც არ მივიღო. ეს კვების მენეჯმენტია, რომელიც სწორად უნდა დარეგულირდეს, ბევრს ამის შესაძლებლობა და ცოდნა კი არ აქვს, აქედან ჩნდება პრობლემა”, – ამბობს ვახტანგ კანდელაკი.

რესტორატორმა სექტორზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გავლენაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქაოსი, რომელიც საზოგადოებაში იჩენს თავს, პირველ რიგში, სარესტორნო სფეროზე აისახება.

  რატომ დაუპირისპირდა ფაშინიანი ეკლესიას - რა ხდება სომხეთში?

“პატარა რესტორნებისთვის პრობლემურია სამუშაო დღეები, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი სამსახურშია და რესტორნებში სიარულის დრო არ აქვთ; მეორე კატეგორია კი ფინანსებს უფრთხილდება და ვერ აძლევს თავს უფლებას, რესტორნებში იაროს. თუ სარესტორნო სივრცე 50-სკამიანია, ეს სკამები დღეში 3-ჯერ მაინც უნდა შეავსო, რომ მოგება ნახო და ზოგი რესტორანი ერთხელაც ვერ ავსებს. შემდეგ უწევთ ხელფასების დაკლება, თანამშრომლების გათავისუფლება და სხვა.

ეს არის ჯაჭვი, რომელიც იწყება ნედლეულით, რომელსაც კერძად ვაქცევთ; თუ ყველა რგოლში ჩავარდა და არასტაბილურობა მაქვს, ბიზნესიც არასტაბილური ხდება. რესტორანი მეტრონომივითაა, ის ყველაზე უკეთ ითვლის საზოგადოების რიტმს და როდესაც საზოგადოებაში ქაოსია, ეს პირველი სარესტორნო ბიზნესს არტყამს, რადგან ის სულ მზად უნდა იყოს სტუმრის მისაღებად. [სამომავლო გათვლებიც] პოლიტიკურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. თუ არ იქნება სტაბილური ვითარება, არც ტურისტი და არც შიდა მომხმარებელი არ იქნება მზად, მხარჯველუნარიანი გახდეს. სანამ პოლიტიკური ვითარება არ დარეგულირდება და მომხმარებელს აღარ ექნება განცდა, რომ ხვალ-ზეგ რუსთაველის გამზირზე უნდა გავიდეს, ბიზნესს არაფერი ეშველება”, – განაცხადა ვახტანგ კანდელაკმა.

წყარო

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „საზოგადოებაში ქაოსი, პირველ, რიგში სარესტორნო ბიზნესს ურტყამს“ – რატომ იხურება რესტორნები? [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%98/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.