პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაზურაბ მუზაშვილმა 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი, წყლიდან გამოსვლა ვეღარ...

ზურაბ მუზაშვილმა 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი, წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილთა მემორიალთან იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა 10 წლის წინ, თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მეხანძრე-მაშველებმა, მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს10 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი მაშველი ზურაბ მუზაშვილი. ის, 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში, წყალდიდობის დროს მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული. ზურაბ მუზაშვილმა 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი, წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

2015 წლის 13 ივნისის მოვლენების დროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ერთ-ერთი პირველი მორეაგირე უწყება იყო. მეხანძრე-მაშველები, სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებშიც იყვნენ ჩართულნი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  ჭკვიანური წონის დაკლება – 7 ჩვევა, რომელიც გეხმარება ცხიმის დაწვაში, დიეტის და ვარჯიშის გარეშე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი