პარასკევი, აპრილი 10, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო„ვინ შეიძლება დაიკავოს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ადგილი“ - ტრამპის პასუხი

„ვინ შეიძლება დაიკავოს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ადგილი“ – ტრამპის პასუხი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ დღევანდელი იერიშების შედეგად ირანის მმართველი ელიტის „დიდი ნაწილი“ განადგურებულია.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დარტყმების მასშტაბებს და აღნიშნა, რომ საუბარი არ არის მხოლოდ რამდენიმე მაღალჩინოსანზე.

„მე არ ვგულისხმობ, მაგალითად, ორ ადამიანს“, – განაცხადა ტრამპმა, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ადგილი, პრეზიდენტმა მისთვის დამახასიათებელი სტილით უპასუხა:

„არ ვიცი, მაგრამ რაღაც მომენტში ისინი თავად დამირეკავენ და მკითხავენ, მე ვინ მსურს ამ პოსტზე“, – აღნიშნა მან და იქვე დასძინა: „ამას როცა ვამბობ, ცოტათი სარკასტული ვარ“.

  რომელია მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქი? – ნახეთ, რომელ პოზიციაზეა თბილისი 2025 წლის რეიტინგში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი