Lსასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის თბილისის საქალაქო თამაშები დასრულდა. ოლიმპიადა თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება მიმდინარეობდა ეგიდით: „2025 წელს თბილისი ევროპის სპორტის ქალაქია“ და მასში ათასობით მოსწავლე მონაწილეობდა.
თამაშები ოთხ სახეობაში გაიმართა:
- 3X3 კალათბურთი
- მაგიდის ჩოგბურთი
- ბადმინტონი
- მძლეოსნობა
გამარჯვებული სკოლები:
- 3X3 კალათბურთი: გოგონებში პირველობა თბილისის მე-100 საჯარო სკოლამ მოიპოვა, ვაჟებში კი — 42-ე საჯარო სკოლამ
- მაგიდის ჩოგბურთი: ორივე კატეგორიაში წარმატებას 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიწერეს
- ბადმინტონი: გოგონებში — 130-ე საჯარო სკოლა, ვაჟებში — 147-ე საჯარო სკოლა
- მძლეოსნობა (100 მეტრზე სირბილი): გოგონებში — 103-ე საჯარო სკოლა, ვაჟებში — 171-ე საჯარო სკოლა
გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელსაც საფუძველი 2023 წლის ოქტომბერში ჩაეყარა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპორტული ინიციატივაა საქართველოში: მასში 1,800-ზე მეტი სკოლა და 100,000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
ოლიმპიადა იმართება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით.
ეს პროექტი ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია