„ეს ნამდვილი ტრაგედიაა“ – ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა,

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ვენესუელისპრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ათობით შენობა ჩამოინგრა და ამჟამად ძალიან ინტენსიურ სამაშველო სამუშაოებს ვახორციელებთ, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – განაცხადა როდრიგესმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ცნობები არ არის კარაკასის მახლობლად მდებარე ლა-გუაირას შტატის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა.

„ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, – აღნიშნა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, შესაძლოა, ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10000 ადამიანზე მეტი იყოს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ეს ნამდვილი ტრაგედიაა“ – ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა,. 25 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-ნამდვილი-ტრაგედიაა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi