ფრიდრიხ მერცი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და მხარეებს შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მიესალმება ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარეს მოუწოდებს, დაიცვან შეთანხმება.

მერცის თქმით, ისრაელსა და ირანს შორის თუ ნამდვილად მიიღწევა ცეცხლის შეწყვეტა, ეს ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის.

„ეს ცეცხლის შეწყვეტა თუ წარმატებული იქნება აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე გადამწყვეტი სამხედრო დარტყმების შემდეგ, ეს იქნება ძალიან პოზიტიური განვითარება. ეს ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მერცმა მოუწოდა როგორც ირანს, ასევე ისრაელს დაიცვან შეთანხმება.

- Advertisement -
Ad imageAd image

„დღეს ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, როგორ შეიძლება შემდგომში სიტუაციის სტაბილიზაცია“, – განაცხადა მერცმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ფრიდრიხ მერცი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და მხარეებს შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს. 24 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ფრიდრიხ-მერცი-ისრაელსა-დ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi