ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ორსული ქალების მიერ პარაცეტამოლის (კომერციული დასახელება „ტაილენოლი“) მიღების ბავშვებში აუტიზმის რისკთან დააკავშირებას აპირებს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროების თანახმად, აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს გააფრთხილოს ორსულობის ადრეულ ეტაპზე მყოფი ქალები პარაცეტამოლის მიღების რისკების შესახებ, განსაკუთრებით თუ მათ არ აქვთ მაღალი სიცხე.
გარდა ამისა, როგორც WP წერს, ამერიკის ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას გაუწევს ფოლინატის კალციუმის გამოყენებას, როგორც აუტიზმის პოტენციურ „სამკურნალო საშუალებას“. ეს პრეპარატი კომერციული დასახელებით „ლეიკოვორინი“ ჩვეულებრივ გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესამცირებლად და B9 ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ ინიშნება.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ფოლინატის კალციუმთან დაკავშირებულმა გეგმებმა სამეცნიერო საზოგადოებაში აუტიზმის გამომწვევ მიზეზებზე ახალი დისკუსიები გამოიწვია. WP-ის ცნობით, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ აუტიზმი გენეტიკურად არის განპირობებული, ამიტომ მისი „მკურნალობა“ შეუძლებელია.
ტრამპმა პარაცეტამოლსა და ფოლინატის კალციუმთან კავშირის შესახებ დასკვნები ჩარლი კირკის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას დააანონსა. „ხვალ გვექნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი განცხადება სამედიცინო თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიპოვეთ პასუხი აუტიზმის საკითხზე,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ორსული ქალების მიერ პარაცეტამოლის მიღების ბავშვებში აუტიზმის რისკთან დააკავშირებას აპირებს. 23 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დონალდ-ტრამპის-ადმინისტრ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ქუთაისი · განათლება / სწავლება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: Jobs.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: Jobs.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: Jobs.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ფარმაცია / აფთიაქი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: Jobs.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: Jobs.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · მედიცინა / ჯანდაცვა → sheniekimi.ge
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: Jobs.geგანახლებულია: 2026-11-26T13:06:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
