რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით საჰაერო თავდასხმა განახორციელეს უკრაინის ორ ქალაქზე – კიევსა და ოდესაზე. თავდასხმის შედეგად დაფიქსირდა დაღუპულები და დაშავებულები.
როგორც Interpressnews იუწყება, ოდესაში დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ინფორმაციას ავრცელებს ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი, რომლის თქმითაც, ქალაქში ასევე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის დაზიანება.
ინფორმაცია დაზარალებულთა და მიყენებული ზიანის შესახებ დაზუსტების პროცესშია.
სრული ინფორმაცია: Interpressnews
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). რუსეთმა კიევსა და ოდესას დაარტყა. 28 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რუსეთმა-კიევსა-და-ოდესას/
