ესმით თუ არა თუთიყუშებს, რას ლაპარაკობენ?🦜

ავტორი SheniAmbebi.ge
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ესმით თუ არა თუთიყუშებს იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებსაც იმეორებენ? ამ საკითხით ბოსტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური და ტვინის მეცნიერებათა პროფესორი ირენ პეპერბერგი დაინტერესდა.

კარიერის განმავლობაში მან არაერთ თუთიყუშს ასწავლა ადამიანის ენა, მისი ყველაზე ცნობილი მოსწავლე კი აფრიკული რუხი თუთიყუში ალექსი იყო.

ალექსს ესმოდა 100-ზე მეტი სიტყვა, რომლებიც სხვადასხვა საგანს, ქმედებასა და ფერს აღნიშნავდა. მას შეეძლო ექვსამდე დათვლა და გააჩნდა ციფრის – ნულის – ელემენტარული გაგება. როდესაც მას რომელიმე ნივთს აჩვენებდნენ, ალექსს შეეძლო ეცნო მისი ფერი, ფორმა და მასალა, ასევე ზუსტად შეედარებინა რამდენიმე საგანი ერთმანეთთან, იყენებდა სიტყვებს, როგორებიცაა „უფრო დიდი“ ან „უფრო პატარა“, და „ერთნაირი“ ან „სხვადასხვა“.

ალექსი გაწვრთნილი იყო სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რომ მას ნამდვილად გაეგო, კონკრეტული სიტყვები კონკრეტულ საგნებსა თუ ცნებებს უკავშირდებოდა. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ არც შინაურ თუთიყუშებს აკლიათ უნარი – მათაც შეუძლიათ გარკვეული მახასიათებლების ამოცნობა და ადამიანის ენაზე რეაგირება.

თავის მხრივ, ფიუჯეტ საუნდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროცესორი ერინ კოლბერტ-უაითი ამბობს, რომ თუთიყუშებს შეუძლიათ სიტყვების სწავლა, რომლებიც რეალურ ობიექტებს აღნიშნავს.

„თუ საკმარისად ბევრჯერ ეტყვი თუთიყუშს სიტყვას „მიწის თხილი“ და მიაწვდი მიწის თხილს, ის, როგორც ბავშვი, ისწავლის ამ სიტყვას და მას ამ ობიექტს დაუკავშირებს,“ – ამბობს კოლბერტ-უაითი.

იმის შესამოწმებლად, ნამდვილად ესმის თუ არა თუთიყუშს, რომ სიტყვა „მიწის თხილი“ ნიშნავს კონკრეტულად მიწის თხილს და არა ზოგადად საკვებს, კოლბერტ-უაითი გვირჩევს, დაველოდო, სანამ ფრინველი თვითონ მოითხოვს მიწის თხილს – და შემდეგ მივცეთ სხვა სახის საჭმელი. თუ თუთიყუშს ზუსტად ესმის, რას ნიშნავს „მიწის თხილი“, დიდი ალბათობით ის უარს იტყვის სხვა საჭმელზე და ისევ მიწის თხილს მოითხოვს.

კოლბერტ-უაითის თქმით, ასეთი სწავლის ფორმა უფრო ეხება რეალურ, ხელშესახებ საგნებს და ნაკლებად აბსტრაქტულ სიტყვებსა თუ ფრაზებს. თუმცა თუთიყუშებს მაინც შეუძლიათ კონტექსტური მინიშნებების მიხვედრა და ამაზე რეაგირება, თუნდაც სიტყვა აბსტრაქტული იყოს.

  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაავადება „თურქულის“ პრევენციისთვის 500 ათასი დოზა ვაქცინა შეისყიდა - რეკომენდებულია ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეფერენს ლაბორატორიის მიერ

„ხანდახან ისინი ამ სიტყვებსა თუ ფრაზებს სწორი კონტექსტით იყენებენ – იმიტომ რომ ჭკვიანები არიან,“ – ამბობს პეპერბერგი.

მაგალითად, თუთიყუშმა შეიძლება ისწავლოს, რომ ადამიანები ამბობენ „გამარჯობა“, როცა ოთახში შემოდიან – და ისიც დაიწყებს სიტყვა „გამარჯობის“ გამოყენებას მისალმების ნიშნად. თუთიყუში შესაძლოა არ ჩასწვდეს ამ სიტყვაში ჩადებულ სიღრმისეულ მნიშვნელობას, მაგრამ მის პატრონს ამ საქციელზე გაეღიმება და მეტ ყურადღებას დაუთმობს. თუთიყუშები ძლიერ ემოციურ კავშირს ამყარებენ პატრონებთან და ძალიან მგრძნობიარეები არიან მათ გამოხმაურებაზე, რის შედეგადაც ყალიბდება პოზიტიური ციკლი: ფრინველი სწავლობს სიტყვების გამოყენებას შესაბამის კონტექსტში.

შესაბამისად, პასუხი კითხვაზე იაზრებენ თუ არა თუთიყუშები კონკრეტული სიტყვების მნიშვნელობას, დამოკიდებულია ინდივიდუალურ თუთიყუშზე და იმაზე თუ როგორ ასწავლიდნენ მას.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ესმით თუ არა თუთიყუშებს, რას ლაპარაკობენ?🦜. 28 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ესმით-თუ-არა-თუთიყუშებს-რ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi