12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

12 მაისი მისი საქართველოში შემოსვლის დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.

საეკლესიო სწავლების თანახმად, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა მოციქული პირველად დიდაჭარაში შემოვიდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმინდა ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს კი მისი გარდაცვალება.

12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე აღინიშნება. 12 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/12-მაისს-ანდრია-პირველწოდე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi