შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო – ონლაინ თაღლითობის ახალი სქემა – მოქალაქეებს, ახლობლების სახელით, თანხის გადარიცხვას სთხოვენ

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მარი შაშიაშვილისთვის, დედისგან მიღებულ შეტყობინებებში თავდაპირველად საეჭვო არაფერი იყო. იცოდა, რომ დედა მართლაც სტომატოლოგთან იმყოფებოდა. ეჭვი თანხის რამდენჯერმე მოთხოვნამ გააჩინა. მალე გაირკვა, რომ, დედის ნაცვლად, მას პროფესიონალი თაღლითი სწერდა.

დარეკა ბანკში და ტრანზაქციების გაუქმება მოითხოვა. მომხდარი პოლიციას შეატყობინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება დაიწყო.

პარალელურად, სოციალურ ქსელში გამაფრთხილებელი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს კომენტარებიდან გაირკვა, რომ მსგავსი შეტყობინებები სხვებსაც მიუღიათ. დაზარალებულები ერთი და იმავე სქემაზე საუბრობენ.

გადარიცხვის ყველა ქვითარში ერთი და იგივე მიმღები კომპანია ფიგურირებს – “ნიუ ფეიმენთ სისტემ”. კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვამ, შესაძლოა, მსხვერპლს უსაფრთხოების განცდა შეუქმნას, თუმცა, ამ შემთხვევაში, შპს მხოლოდ შუამავლის, თანხის გამტარის ფუნქციას ასრულებს, რაც რეალური თაღლითის ვინაობის დადგენას, პირიქით, ართულებს.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სქემის უკან უცხოეთიდან მოქმედი კიბერდამნაშავეები იდგნენ. ეს ონლაინ თაღლითობის ერთ-ერთი ფორმაა – ფიშინგი, რომლის ამოცნობაც, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო რთულდება.
თაღლითები ახალი მეთოდების შესამუშავებლად და პოტენციური მსხვერპლის ქცევის გასაანალიზებლად, ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ.

თაღლითები სულ უფრო ზუსტად არჩევენ სამიზნეს, სწავლობენ მის სოციალურ კავშირებს, ქცევის თავისებურებებს და ნდობით აღჭურვილ კონტაქტებს, რომ ახლობლების სახელით მოტყუება უფრო დამაჯერებელი გახადონ.

სპეციალისტების მთავარი რეკომენდაციაა: თანხის გადარიცხვამდე ყოველთვის გადაამოწმეთ თხოვნის ნამდვილობა, მაშინაც კი, თუ შეტყობინება ოჯახის წევრის სახელით მიიღეთ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო – ონლაინ თაღლითობის ახალი სქემა – მოქალაქეებს, ახლობლების სახელით, თანხის გადარიცხვას სთხოვენ. 23 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შინაგან-საქმეთა-სამინის-13/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Гейм-дизайнер (Game Analytics)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Engineer ( Kotlin + Node.js )

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-23T00:00:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi