შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაერთ თვეში თბილისში 2 967 ბინა გაიყიდა - რა ღირს უძრავი ქონება?

ერთ თვეში თბილისში 2 967 ბინა გაიყიდა – რა ღირს უძრავი ქონება?

გასულ თვეში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2024 წლის იანვარში თბილისში 2 967 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 5%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.

კვლევის ავტორთა ცნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 205 აშშ დოლარი შეადგინა და წლიურად 9%-ით გაიზარდა.

როგორც “თიბისი კაპიტალის” კვლევაშია აღნიშნული, გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 12 დოლარს გაუტოლდა, რაც 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება.

ამასთან, კვლევის თანახმად, ბაზრის მოცულობა 234 მილიონ აშშ დოლარის შეადგენს, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

  „ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გარდაცვლილ მეგობრებს გავაცოცხლებდი“ - დათუნა სირბილაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი