გასულ თვეში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, კვლევის თანახმად, 2024 წლის იანვარში თბილისში 2 967 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 5%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
კვლევის ავტორთა ცნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 205 აშშ დოლარი შეადგინა და წლიურად 9%-ით გაიზარდა.
როგორც “თიბისი კაპიტალის” კვლევაშია აღნიშნული, გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 12 დოლარს გაუტოლდა, რაც 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება.
ამასთან, კვლევის თანახმად, ბაზრის მოცულობა 234 მილიონ აშშ დოლარის შეადგენს, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ერთ თვეში თბილისში 2 967 ბინა გაიყიდა – რა ღირს უძრავი ქონება?. 1 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ერთ-თვეში-თბილისში-2-967-ბინა-გ/

