ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 იწყება.
როგორც ყოველთვის, კონკურსის პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. ამ წუთებში (08:00) პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს. უშუალოდ საგამოცდო პროცესი კი 9 საათზე დაიწყება.
წელს უმაღლესში სწავლის სურვილი საერთო ჯამში 80 000-მდე პირმა გამოთქვა. ქვეყნის მასშტაბით მდებარე 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. აქედან მხოლოდ თბილისში ცხრა ცენტრი მოქმედებს.
საგამოცდო დღეებში, მათ შორის დღესაც, დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს.






Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება – ამ წუთებში პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს – ფოტორეპორტაჟს რეგისტრაციის პროცესიდან. 3 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ერთიანი-ეროვნული-გამოცდ-2/
